პრემიერი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ოთხი პარტია დადგა ერთად და გაამჟღავნა საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ოთხი პარტია დადგა ერთად და მათ გაამჟღავნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ გუშინ საღამოს აღიარეს საკუთარი თანამონაწილეობა პროცესებში, როდესაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„რეალურად, ძალადობრივი ქმედებები კოორდინირებულია სწორედ ოთხმაგი პარტიული ხაზით. გახარიამ მაგალითად წამოცდენის ფორმით თავად აღიარა, თქვა, რომ 100 კაციდან რამდენიმე ათეული მისი მხარდამჭერი იყო დაკავებული. მან პირდაპირ აღიარა მისი აქტივისტების სისტემური ჩართულობა ძალადობრივ ქმედებებში. ასეთი პირდაპირი აღიარება არ ყოფილა სხვა პარტიების მხრიდან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომელი პარტიების კუთვნილება არიან ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს არის ფაქტების ერთობლიობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. მათ შორის, ოფისებში შემალული პოლიტიკოსებიც ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. არის ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება წაყენებული ბრალის მიხედვით. აქ არის პირველ რიგში პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. საუბარი მაქვს ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე. პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთი ადამიანები, ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში და დღეს ეს ახალგაზრდა კაცი რომ არის 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშ, ეს არის ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის