ირაკლი კობახიძე - როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია

როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია - თუმცა სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი.

„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, ის მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები ძალადობრივად იგეგმება? როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია, თუმცა როგორც გაირკვა ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს] ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ფორმალურად, მაგრამ მას ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის