ვაჟა სირაძე - ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა

ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა, - ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.

სირაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებების გამო დაშავებულია 100-ზე მეტი პოლიციელი, მათ შორის, რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“ბოლო დღეებია, აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, როგორც დავინახეთ, აქციის თავშივე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლა, პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა.

ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის ტერიტორიაზე და იგერიებდნენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეებისგან ჰქონდა ადგილი. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები.

მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი და სჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობის რამდენიმე ადგილი დაწვეს, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში