პრეზიდენტი - მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან „შავი ძალები“ წინსვლას არ დაიწყებენ - ქვეყნის 80%-ს ევროპული მომავალი სურს, არ სურს რუსეთისკენ სვლა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის ნებაა

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია.

„დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: ერთი - „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“, რომელიც არჩევნების დროს მოიპარეს და მეორე - „დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი“. ეს არის ერთი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე რევოლუციური ლოზუნგები და რადიკალური არაფერია.

„ეს მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან ეს შავი ძალები წინსვლას არ დაიწყებენ. ისინი [დემონსტრანტები] მოითხოვენ იმას, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა, ახალი არჩევნების ჩატარების სურვილს გამოხატავენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რასაც მთელი წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ქვეყნის 80%-ს მისი ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობის გაგრძელება სურს, არ სურს რუსეთისკენ სვლა, რომელიც მხოლოდ ამ მმართველი პარტიის ნებაა, რომელმაც კონსტიტუციის ვალდებულება დაივიწყა და რომელსაც მხარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უჭერს, რომელთაც ამ პარტიისა და ერთი კაცის მიმართ პირადი ინტერესები აქვთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში