პრეზიდენტი - საქართველო რუსეთს არასდროს დანებდება

ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები. ვესაუბრები ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს, ვესაუბრები პოლონეთის პრეზიდენტს, ვესაუბრები ახალ ევროკომისიას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ყველა მათგანს ერთ რამეს ვეუბნები, რომ ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, რომ ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს, რათა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ასე არ იყო, შეეძლოს იმის თქმა თუ საით სურს წასვლა და ეს არის უფლება, რომელიც ევროპაში ყველას უნდა ჰქონდეს. საქართველომ ეს დაიმსახურა, ამისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა, გამძლე იყო ოკუპირებული ტერიტორიებითაც კი და ქართველი ხალხი ამ უფლებას იმსახურებს, მიუახლოვდეს ევროპას და საბოლოოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლების უფლებას არ წარმოადგენს, რადგან იგი არ აურჩევიათ.

„ეს ხელისუფლების უფლება არ არის, რომელიც არ აურჩევიათ, რადგან არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების უფლება არ არის შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და საქართველოს მომავალი, რადგან მათთვის ამისთვის მანდატი არავის მიუცია, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს