თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამედიცინო პუნქტში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიიღეს.

“უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ. მუდმივად ხდება გაზის გამოყენება. ძირითადად ფიზიოლოგიურ ხსნარებზე და პირბადეებზეა მოთხოვნა, მაგრამ ვეხმარებით სხვადასხვა მედიკამენტებით და ექიმები უწევენ პირველად დახმარებას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამედიცინო პუნქტში დაახლოებით ორი საათია აქციაზე დაშავებულებს ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.

“ძალიან ბევრი დაშავებული ადამიანი მოვიდა უკვე. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე და თინა ბოკუჩავამ დაახლოებით ორი საათის წინ, როდესაც სამედიცინო პუნქტი გავხსენით უამრავ ექიმთან ერთად და ვუწევთ ყველა დაშავებულს პირველად დახმარებას”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში