ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთს სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს

კიევი მოსკოვს მეორე სამშვიდობო სამიტზე მოიწვევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სამიტის ჩაშლას შეეცდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მშვიდობის ფორმულის ძირითად პუნქტებს და ის წარედგინება როგორც იმ ქვეყნებს რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გეგმას, ასევე მათ, ვინც არ დაუჭირა.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით შემდეგი ნაბიჯებისთვის. არ ვთმობთ ჩვენს პოზიციას. როგორც ყველა ლიდერს სურდა, რუსეთი მეორე სამიტზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ მათ მოვიწვევთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამიტი გააუქმოს და თავად მშვიდობის ფორმულა შეაჩეროს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე