ბათუმში, ევროპის მოედანზე მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. მოსწავლეები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად, გაფიცული არიან და არ სურთ საგაკვეთილო პროცესზე დასწრება.

„თანატოლებს მოვუწოდებთ, ღიად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ევროპასთან დაკავშირებით. გვინდა ევროპული განათლება, ყველაფერი ევროპული რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგება.

გამოსული ვართ სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, გვინდა, რომ რუსული რეჟიმი აღარ იყოს. ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე გაფიცულია და საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება”, - აცხადებენ მოსწავლეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს