აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული.

ამ დროისთვის, არაა დაზუსტებული, რა სახის საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლში.

როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

ადგილზე, მოქალაქეები ხარხელის სახლთან მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

„სამარცხვინოები ხართ, მონები ხართ“, - მიმართავენ მოქალაქეები პოლიციას.

დოდის მეგობრის ინფორმაციით, აქტივისტი პოლიციამ საბავშვო ბაღთან აიყვანა, სადაც ხარხელმა არასრულწლოვანი ბავშვი დატოვა.

„დოდის პატარა ბავშვი ჰყავდა დასატოვებლად წაყვანილი საბავშვო ბაღში. იქ აიყვანეს. ცოტა ხნის წინ კი, სახლში მოიყვანეს და ზემოთ აიყვანეს. იქ რა ხდება არ ვიცით. სავარაუდოდ, ჩხრეკა უნდა ჩაატარონ. ამდენი საათის განმავლობაში, ამ ცხოველების პირისპირ არასრულწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო, ამ ყველაფერს უყურებდა. არანაირი პროცედურა არ დაუცვიათ. ბავშვის ბიძა იყო მოსული, ითხოვდა შიგნით შემიშვითო. ამდენი ხნის შემდეგ, ეს ბავშვი ძლივს გამოვიყვანეთ“,- განაცხადა დოდის მეგობარმა, ნინა ჟორჟოლაძემ.

სახლთან საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ თავდაპირველად, დოდი ხარხელის მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს