ნინია კაკაბაძე - ასე მოგვადგებიან ყველას სახლში სათითაოდ, ყველას ასე დაგვიჭერენ, ყველასთან მოაკაკუნებენ, ყველას წაგვიყვანენ - ეს არის მოძალადე სისტემა

ასე მოგვადგებიან ყველას სახლში სათითაოდ, ყველას ასე დაგვიჭერენ, ყველასთან მოაკაკუნებენ, ყველას წაგვიყვანენ - ეს არის მოძალადე სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა მიზნით იმყოფება პოლიცია დოდის ხარხელის სახლში.

როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, სახლში დოდი ხარხელთან და მის მეუღლესთან ერთად, ადვოკატიც იმყოფება.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც ყველანი ერთად ვართ, დაწერეს, რომ დოდისთან იყვნენ მოსულები და რომ მის დაპატიმრებას აპირებენ. არაფერს არ გვეუბნებიან, საერთოდ რას უკავშირდება მის სახლში ჩხრეკა, მისი დაპატიმრება და აქ, ადგილზე მოყვანა. ვნახოთ, ველოდებით. ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც საშუალება აქვს, მოვიდეს აქ. ასე მოგვადგებიან ყველას სახლში სათითაოდ. საბოლოოდ, ყველას აი ასე დაგვიჭერენ. ყველასთან მოაკაკუნებენ. ყველას წაგვიყვანენ. ეს არის მოძალადე სისტემა. ასე იქცევა ის.

სხვა რა უნდა ვიფიქრო, [მის აქტივისტობას უკავშირდება]. კრიმინალი დოდი არ არის. ქოლცენტრი გაქვსო ვერ ეტყვიან“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

ცნობისთვის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული.

ამ დროისთვის, არაა დაზუსტებული, რა სახის საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლში.

როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

ადგილზე, მოქალაქეები ხარხელის სახლთან მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო