აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა - ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით - აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს.

„ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვალი. დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია ღმერთი არ გაგვწირავს“,- აცხადებს დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა