სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება - არავის ეგონოს, რომ რუსული მეთოდებით დიქტატურას ვერ დაამყარებენ - დიქტატურა ჩვენთან 70 წლის განმავლობაში იყო - ეს ბრძოლაა ახლა!

ასეთი ტიპის დაპირისპირებას მხოლოდ ერთი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს - ან ერთი მხარე იმარჯვებს და „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა უწევს ან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და ქვეყანაში დიქტატურა მყარდება! ამ ბრძოლაში ან ერთი ან მეორე მხარე გაიმარჯვებს! - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე.

როგორც კაპანაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი შუალედური კომრომისი, გარდა იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დათმობაზე წასვლისთვის შეიძლება მზად არ იყოს და ამის არც პოლიტიკური ნება გააჩნდეს, მაგრამ ხალხის რაოდენობის, ხალხის ძალისა და შემართების გათვალისწინებით, ამის გაკეთება მოუწიოს.

“ასევე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ არის შესაძლებელი, რომ ისინი იმარჯვებენ. მათი გამარჯვება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. არავის ეგონოს, რომ რუსული მეთოდებით დიქტატურას საქართველოში ვერ დაამყარებენ - დიქტატურა საქართველოში 70 წლის განმავლობაში იყო. აი, ეს ბრძოლა არის ახლა!

ყველა ის ადამიანი, ვინც იმის გამო, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი ან გულწრფელად სჯეროდა ან იმედი ჰქონდა და მხარს “ქართულ ოცნებას“ უჭერდა, საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს და დაფიქრდეს, უნდა თუ არა, რომ “ოცნებას“ ბოლო ნაბიჯიც გადაადგმევინოს და საქართველოში დიქტატურა დაამყარებინოს, რითაც ქვეყანამ ისტორიის ეს ეტაპი შეიძლება ძალიან მძიმედ დაასრულოს.

ან იმარჯვებს სიმართლე ან იმარჯვებს ბოროტი და თავს ნუ მოვიტყუებთ - ბოროტის გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია!“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის შეფასებით, ბოლო დღეებში ჩანს, რომ ძალის სტატუს კვო იცვლება.

“ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოდის, არ ჩერდება, ხალხის რაოდენობა მატულობს. ხელისუფლებას ადამიანების დაპატიმრება უწევს. მათი ძალა შეაკავონ ხალხი, კლებულობს, მათ შორის იმის გამოც, რომ ძალიან ძნელი სიტუაცია სტაბილურად სპეცრაზმის მეშვეობით დაიჭირო. სერიოზული პრობლემები საჯარო სამსახურებში. როგორც ჩანს, რაღაც ძალები პოლიტიკურ გუნდშიც გახლეჩილია.

ჩამოშლა ასე ხდება. რაღაც ეტაპზე, როცა ჩამოშლის საფრთხე კიდევ უფრო მაღალი იქნება, გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ - ურჩევნიათ ახლა არჩევნების დანიშვნა თუ ურჩევნიათ ბოლომდე გარისკვა. ე.წ. უკან დახევა ასეთ დროს ხდება ხოლმე. ახლა მათ მარტო ეს დარჩენიათ! მათ არანაირი სხვა გამოსავალი, სხვა ე.წ. შუალედური ვარიანტი, რაც სიტუაციას დაამშვიდებდა, არ დატოვეს.

ასე მიჰყავთ სიტუაცია გარდამტეხ მომენტამდე დიქტატორებს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის! სულ ასე ხდება, რადგან მათთვის ძალაუფლება არის აბსოლუტური, რომელიც არ იყოფა. შემდეგ კი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ - ან ბოლომდე უნდა დათმონ ან ბოლომდე მოუჭირონ და სრული დიქტატურა ჩამოაყალიბონ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე