ირაკლი კობახიძე - ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, ასევე, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები - მათ გაწირეს ათობით ადამიანი

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ - ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის გაწირეს.

„ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოები“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო - ოპოზიციის ლიდერები და მათი „ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულები ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.

ამ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომელთაც რამდენიმე წლიანი სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრებათ. ესეც შესაბამისი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებმა ამ დღეების განმავლობაში იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი - უკადრებელი, მათ შორის გადასწვდნენ ბავშვებს, ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ისე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რასაც ამ დღეების განმავლობაში ბავშვებთან მიმართებით ვხედავდით, ეს, უბრალოდ, ამორალურია“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!