კახა კალაძე - როგორ შეიძლება არასრულწლოვანი გამოიყვანო, ხელში მისცე „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან ნებისმიერი ადამიანის მისამართით? - როგორ შეიძლება ეს გააკეთო ფხიზელმა ადამიანმა?!

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე აქციებში არასრულწლოვანების ჩართვა და ძალადობრივი ქმედებების წახალისება კატეგორიულად მიუღებელია.

ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება.

„წარმოუდგენელია, ყველაფერს კადრულობენ და იყენებენ. როგორ შეიძლება არასრულწლოვანი, პატარა ბავშვი გამოიყვანო და ხელში მისცე, არ ვიცი, რა საგნები იყო - ხან პეტარდები, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით? როგორ შეიძლება ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა? წარმოუდგენელია უბრალოდ, თუმცა ყველანაირი ზღვარი გადალახეს. ვხედავთ, თუ რა პროცესების განვითარების სურვილი ჰქონდათ ქვეყანაში. „ნაცმაიდანი“ ვერ მოხდება საქართველოში. დღეს სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუტებით. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბოროტი ძალა, ყველაფრის მკადრებლები. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა