მამუკა მდინარაძე - ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოხდეს - ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ხალხი და სამშობლოს რეალური შეგრძნება! - ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა

ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება “ნაცმაიდანი“ მოხდეს - ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ხალხი და სამშობლოს რეალური შეგრძნება! ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა - მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება იმიტომ, რომ მათი გეგმა სამშობლოს და სიმართლეს არ ემსახურება! - ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მდინარაძის მტკიცებით, ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცებს “ნაცმაიდნის“ მოლოდინი ჰქონდათ, რაც 16-20 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ დღეებში გადმოიწია. მისი თქმით, უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს.

მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას მიაღწევს, თუმცა ამ გზაზე სვლა მარტივი არ იქნება.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, მათ შორის, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა უწყებების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან თავისი სამშობლოს სადარაჯოზე, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, როდესაც ამის საჭიროება მომეტებულად არის.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება და გვაქვს ცალკეული პრობლემები და რიგ შემთხვევაში ამას ძალიან ტენდენციური ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში გამართულად მუშაობს. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო - იქნება ეს განათლების სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები თუ პოლიციელი, რომელიც ამდენი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას და მოთმინებით იცავს თავის ქვეყანას.

არის სამწუხარო ინციდენტები. განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას შეეხება, მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იქ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი და მგონია, რომ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი.

რას არ კადრულობენ, როგორ არ აბულინგებენ ადამიანებს - წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ ისეთ პასუხებს იღებენ, რომ მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ, ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ, პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ, თუ მათ უნდათ, რომ ამ ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ვწერთ, მაგრამ არა - მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე