მამუკა მდინარაძე - ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი - მეტი გახსენდებათ სადმე ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება? ცდილობენ ჩართვას ვითომ პატრიოტული, ტყუილზე დაფუძნებული მესიჯებით, მათ მომხრეებს მივმართავ, მეტი რა უნდა ქნან, მიხვდეთ,  ფაშისტები რომ არიან?!

სკამის დაკარგვის შიშით ასეთი ემოციური ფონი თუ ექნებოდა [სალომე ზურაბიშვილს], ასეთ გამოცდილ ადამიანს, პატარა ბავშვი ხომ არ არის, ასე თუ დააკარგვინებდა სახეს, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკაში ჩართვაზე დაიწყებდა ლაპარაკს და მერე, ვიღაცები აყვნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჰიტლერის, ლენინის, სააკაშვილის და რამდენიმე აფრიკული ქვეყნის გარდა, ბავშვების გამოყენება პოლიტიკაში არსად მომხდარა, ახლა კი, ამ პროცესებში, ტყუილზე დაფუძნებული, ვითომ პატრიოტული მესიჯებით სურთ არასრულწლოვნების ჩართვა.

„ჩემი მშობლიური თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში შევარდნილა ვიღაც ახალგაზრდა დღეს და მეგაფონით მოუწოდებდა ბავშვებს, გამოდით კლასებიდანო. მეტი რა უნდა ქნან, მათ მომხრეებს მივმართავ, რომ მიხვდეთ, ფაშისტები რომ არიან?! - ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, არ დავასახელებ, ისტორია ბევრმა კარგად იცით, ხდებოდა ბავშვების გამოყენება პოლიტიკაში. მეტი გახსენდებათ სადმე ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება? სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკური მომხრეობის თვალსაზრისით იყენებდნენ ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი, იმ აფრიკის ქვეყნებს თავი დავანებოთ, ვითომ არ ვიცით. ახლა ცდილობენ ამაში ჩართვას მოგონილი, ვითომ პატრიოტული, ტყუილზე დაფუძნებულ მესიჯებით. იმ ბავშვებს თუ უხსნით, აუხსენით რაშია საქმე, ან დაანებეთ თავი, როგორ შეიძლება აუხსნა მე-5 და მე-10 კლასელს თუნდაც, მან უნდა ისწავლოს, ცოდნა დააგროვოს და მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა დააგროვოს შემდეგ. არსებობს სრულწლოვანების ასაკი, რაღაცები არსებობს - სტუდენტებზე არ ვლაპარაკობ იმავეს, სკოლის მოსწავლეს როგორ უნდა უთხრა, რომ ჩაერთე პოლიტიკურ პროცესებში. ზოგი ზრდასრული, ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ გარკვეულა, ისეთ შეცდომაში შეჰყავთ და ისე აბულინგებენ, ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ, ჩელიაბინსკში ვართ ახლაო, ძაღლს ერქმევა „საბაკა“ და არა „დოგიო“ და ძაღლი რომ არ ერქმევა დარწმუნებულები არიან - აი, ასეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ ზრდასრული ადამიანები და ბავშვმა რა გაარკვიოს ჩვენი ამ პოლიტიკური კინკლაობიდან, სადაც ერთ მხარეს ჯაშუშები არიან და მეორე მხარეს თავის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო