ოლექსი გონჩარენკო - ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის

ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის რადადან მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელმა დეპუტატებმა მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშები გამოფინეს.

გონჩარენკოს თქმით, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს.

„უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ზამთრის შემდეგ არა რუსული გაზაფხული, არამედ ქართული გაზაფხული მოვიდეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და დღეს საქართველოს ანადგურებს. ჩვენ თქვენი გამარჯვების გვჯერა. საქართველო ევროპაა და დღეს ამას მთელს მსოფლიოს უმტკიცებთ“, - აცხადებს ოლექსი გონჩარენკო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა