მწერლები პოეტ ზვიად რატიანის კლინიკაში გადაყვანას და თორნიკე ჭელიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

მწერალთა სახლში შეკრებილი მწერლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიმართავენ მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს, რომ ოფიციალური განცხადებით „დაუყოვნებლივ გამოხატოს მწერალთა სახლის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.

მწერალთა ნაწილის განცხადებით, მწერალთა სახლმა უნდა მოითხოვოს პოეტ ზვიად რატიანის და პოეტ თორნიკე ჭელიძის პატიმრობიდან გათავისუფლება.

„2024 წლის 3 დეკემბერს მწერალთა სახლში შეკრებილი ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მოვითხოვთ, საქართველოს მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“ გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება:

სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე;

სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე სასტიკად ნაცემ მთარგმნელს, დათა ხარაიშვილს და საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყნის ევროპული კურსის ღალატს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ