პროტესტი გრძელდება რუსთავშიც - მოქალაქეებმა ევროპული კურსის მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს

რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან, თამარ მეფის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, რუსთავის მერიის წინ დაასრულეს.

რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

რუსთავში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

„მე იმიტომ ვარ რუსთავში, რომ გავამხნეო ჩვენი მხარდაჭერები და ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ პოლიტიკას საქართველოში. არ დარჩენილა დემოკრატიული ქვეყანა, რომელთანაც კონფლიქტი არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ და მის ე.წ. კრიმინალურ ბანდას“. ჩვენი ამოცანაა ვიაროთ ყველა ქალაქში, სოფელში და ვუთხრათ მხარდამჭერებს, რომ მარტო თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ქუჩაზე“, - განაცხადა რუსთავში აქციაზე მყოფმა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

რუსთავში საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა იმართება.

ფოტო: "ინფო რუსთავი".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს