ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე - მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ

არ ვაპირებ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაუწესებს აშშ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს.

„არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს ან არ განახორციელოს, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე ვართ ორიენტირებული და მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ. ჩვენ კვლავ გვჯერა, ეს რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძველია“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს