პრეზიდენტი - ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს - საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?

ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა.

განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რუსთაველის გამზირზე დღეს 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. დაახლოებით 22:30 საათიდან სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. 23:30 საათიდან კი სპეცრაზმმა სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე უშუალოდ, პარლამენტის შენობის პერიმეტრი და მიმდებარე ქუჩები, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც. საპოლიციო ძალებმა დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას გამოიყენა წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა