რუსთაველის გამზირზე ბოლო საათების განმავლობაში ვითარება თითქმის უცვლელია - მომიტინგეები პერიოდულად კვლავ ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი ე.წ. გაზის კაფსულებს

უკვე თითქმის ორი საათია, რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის უცვლელია - ქაშუეთის ტაძართან განლაგებულია სპეციალური დანიშნულები რაზმი, რომელიც რუსთაველის თეატრის წინ მყოფი მომიტინგეების მისამართით პერიოდულად ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისვრის.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მომარაგებული აქვთ წყლით სავსე სათლები, სადაც სპეცრაზმის ნასროლ გაზის კაფსულებს ყრიან, რათა მისი მოქმედება გაანეიტრალონ.

ასევე, მომიტინგეებს რუსთაველის თეატრთან აღმართული აქვთ ხელოვნური ბარიკადები, რომელსაც ცეცხლი უკიდია. პარალელურად, ისინი პიროტექნიკას იყენებენ სპეცრაზმელების მიმართულებით.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უკვე მეექსვე დღეა აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს