მომიტინგეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მომიტინგეები კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. სავარაუდოდ, სწორედ გმირთა მოედანზე იგეგმება საპროტესტო აქციის გაგრძელებაც. აქციის მონაწილეები გეგმას სპონტანურად ცვლიან.

მანამდე რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის ღონისძიება დაიწყო, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ დაიხიეს, სადაც ასევე დახვდათ სპეცრაზმი. დემონსტრანტებმა გეგმა შეცვალეს და კოსტავას ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ და ხელოვნური ბარიკადები აღმართეს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. სპეცრაზმი კი რუსთაველზე დარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს