სებ-ი - კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე

ეროვნული ბანკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რაიმე სახის შეზღუდვები წესდება კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები.

ამასთან, ეროვნული ბანკის განმარტებით, ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი ფუნდამენტური ფაქტორები უზრუნველყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს.

„კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე. მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან და გაზიარებისგან. ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის. ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ბოლო წლებში სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკისა და პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციების ფონზე, საბანკო სექტორი ახლა არის ისეთი მდგრადი, როგორ არასდროს. ბანკებს აქვთ საკმარისი ბუფერები გაუმკლავდნენ ყველაზე მძიმე შოკსაც კი. ლიკვიდური აქტივების მოცულობა 18 მილიარდი ლარის ექვივალენტს აჭარბებს და უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული, ამიტომ რაიმე საფრთხე დეპოზიტების მომსახურების ბუნებრივია არ დგას. საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა, მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან, ისევე როგორც სებ-ს აქვს არაერთი ინსტრუმენტი დაეხმაროს სექტორს, თუ ამის აუცილებლობა დავინახეთ; ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი ფუნდამენტური ფაქტორები უზრუნველყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს. ამიტომ, საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება. მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები. მსგავსი მოწოდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ხელს უწყობს უსაფუძვლო აჟიოტაჟს“, -აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს