გაბრიელიუს ლანდსბერგისი - როგორც წესი, ჯერ სიტყვებია ხოლმე და მერე ნაბიჯები, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებამდე ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ ევროპაში ყოფნა აღარ სურთ

„ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ მათ ევროპაში ყოფნა აღარ სურთ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პირველ რიგში, თავად გადაწყვეტილება, ეს სიტყვებია, მაგრამ მანამდე საქმე იყო. როგორც იცით, ჯერ სიტყვაა ხოლმე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ მათ ევროპაში ყოფნა აღარ სურთ. ბევრი რამ გააკეთეს იქამდე, სანამ თქვეს თუ რას ცდილობენ. ისინი ცდილობენ საქართველო ევროკავშირისკენ გზიდან გადაიყვანონ. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, ეს ბუნებრივი შედეგია იმისა, რასაც ისინი აქამდე აკეთებდნენ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა, რომელთა მიხედვითაც ბალტიისპირეთში შესვლა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს აეკრძალათ.

„რაც შეეხება სანქციებს, მიმაჩნია, რომ ძალადობის დონე, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, მიუღებელია და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ვფიქრობ, რომ სულ მცირე გზავნილი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გარკვეულ სიაზე შეთანხმება მოვახერხეთ, რომელიც გამოცხადდა და ვიცი, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ იმედი მაქვს ევროკავშირის სხვა მოკავშირეებისთვის ბიძგი იქნება, რომ იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დამატებითი ზომებისა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„მსგავსი გადაწყვეტილებები ევროპულ დონეზე მიიღება. ამას ჩვენ მუდმივად განვიხილავთ და მოხარული ვარ, რომ მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხი სრულად განიხილება და ვიცი, რომ ახალი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი მზად არის ვარიანტების წარმოდგენისთვის, იმ ვარიანტების, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება წარმოდგენილი იქნეს. ლიეტუვა ამ კუთხით დამატებით ზომებს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია