იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის ყოფილი მოადგილეები - თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში განაგრძობენ, რის შესახებაც, საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სამინისტრო ახლად დანიშნული მოადგილეების გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბექა ძამაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს იუსტიციის სამინისტროში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

ნიკო თათულაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

ერეკლე ღვინიანიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა წლებში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას. 2022 წლიდან იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს