ნიკა მელია - როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის

როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი. იბრძვი თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კოალიციის ოფისთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო შესული.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ბრძოლაა გაჩაღებული, რომელიც გაგრძელდება.

„როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო, მე ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ამომრჩეველი ვარ და ან მიიღეთ ეს მოცემულობა, ან ქვეყნიდან წადი და როდესაც არც ამ მოცემულობას იღებ და არც ქვეყნიდან მიდიხარ, რა უნდა გააკეთო? როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლაა გაჩაღებული და ეს ბრძოლა გრძელდება“,- განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, სამართალდამცველები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისშია შესული და ჩხრეკას ატარებს, მათ შორის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“. პოლიციელები ასევე მისულები იყვნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. დღესვე პოლიცია იყო შესული ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის