პრემიერი - პრაქტიკულად, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში - ეს ნიშნავს რომ სისტემური, უხეში ძალადობა, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, წინასწარ დაგეგმილი იყო

პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ. რამდენი პროცენტით შეიძლება იყოს გაზრდილი [პიროტექნიკის] გაყიდვების მაჩვენებელი? – 90%-ით - პრაქტიკულად, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი“.

„რეალურად, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი. სავარაუდოდ, ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრის თვისთვის. თქვენ იცით, მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასეთ პროცესებთან დაკავშირებით.

ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ავიღეთ სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1 ნოემბერს და 27 ნოემბერს. რამდენი პროცენტით შეიძლება იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? – 90%-ით. პრაქტიკულად არის გაორმაგებული პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ეს სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, წინასწარ დაგეგმილი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა