„ძლიერი საქართველო“ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 25-ეულებს 20:00 საათზე „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართავს

დღეს, 20:00 საათზე, ყველა კოალიციის საარჩევნო სიაში შემავალ ოცდახუთეულებს მოვუწოდებთ „ქორთიარდ მარიოტში“ ერთად შეკრებისკენ, რათა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამ ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმდინარე მოვლენებზე საერთო პოზიცია აქვთ.

„ჩვენ სწრაფად შევიკრიბეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ახლა საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს. ბევრი მათგანი ვერ მოვიდა მიმდინარე ამბების გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე. ყველანი ვგმობთ იმ ტერორს, ძალადობას და იმ უკანონობას, რასაც ხელისუფლება ეწევა. ეს არის მათი ბოლო აკორდები.

ხელისუფლება, რომელიც მიმართავს ძალადობას საკუთარი ხალხის, საზოგადოების, ახალგაზრდობის წინააღმდეგ, აუცილებლად წავა! ჩვენი ბრძოლა თავის შედეგებს აღწევს და ის, რომ ისინი ასეთ სასოწარკვეთილ ნაბიჯებს დგამენ, სწორედ ამის მაჩვენებელია. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ერთად და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად.

დღეს, 20:00 საათზე, ყველა კოალიციის საარჩევნო სიაში შემავალ ოცდახუთეულებს მოვუწოდებთ ერთად შეკრებისკენ, რათა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის გადასარჩენად, ამ ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად, ჩვენი ახალგაზრდების დასაცავად, ჩვენი საზოგადოების, ჟურნალისტების, თავისუფალი სიტყვის, აზრის გადასარჩენად ამ ქვეყანაში. 20:00 საათზე, „ქორთეარდ მერიოტში“ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ერთად ვიკრიბებით!“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა