თინა ბოკუჩავა - ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს - ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა

ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაერთიანდეს და „რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“ გაისტუმროს.

„ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორად დაახასიათა 26 ოქტომბრის არჩევნები. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამის გაგრძელებას ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, როდესაც გუდავენ, სცემენ, ასახიჩრებენ ახალგაზრდებს. იპარავენ საქართველოს დროშებს და აპატიმრებენ ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა და ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ის, რომ გავერთიანდეთ და გავისტუმროთ რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა