საგამოძიებო სამსახური პრეზიდენტის მიერ კოკა კაციტაძის დაბარებაზე - დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უწყების ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის დაბარების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, „სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის ნოემბერ/დეკემბრის თვეში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება.

გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“, - განაცხადეს სამსახურში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.

ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი