მამუკა ხაზარაძე - არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია - სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!

არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია - სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს! არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, - ეს განცხადება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური გაერთიანებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ხაზარაძის თქმით, ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება და ყველას საერთო მიზანია იმ მარწუხებისგან გათავისუფლება, რაშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.

“დაიგეგმა პროვოკაციები. დაგეგმილი პროვოკაციების მიუხედავად, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დაზარალებული და დაჩეხილი ახალგაზრდები დავიცვათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან!

ასევე გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან. ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ამყარებს ტერორს. ტერორის დამყარების და საქართველოს რუსეთში შეთრევის უფლებას არავის არ მივცემთ.

დღეს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა - ევროკავშირთან გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა, ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ხალხის ხმა მიითვისა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ეს ქვეყანა ან იქნება დამოუკიდებელი, უსაფრთხო, მშვიდობიანი, ძლიერი ევროკავშირის წიაღში, სადაც ჩვენს იდენტობასა და საქართველოს დავიცავთ ან იქნება რუსულ ჭაობში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია