ადვოკატი - ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მუცლის არეში ურტყამდნენ, სუნთქვის უკმარისობის გამო გაითიშა, მაგრამ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ადვოკატმა მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატროში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით, ის გაითიშა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს.

მან შემთხვევით მოკრა ყური პოლიციელების საუბარს, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. 48 საათში სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

ის ფიქრობს, რომ ახლა არის დრო, რომ მშვიდად, მტკიცედ და გამბედავად ქართველმა ხალხმა გააგრძელოს პროტესტი და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა "მთავარ არხთან".

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ