თინა ბოკუჩავა - ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ დაკავებულებთან შესვლის უფლება

ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ შესვლის უფლება, რადგან დანაშაულებრივ ჯგუფს განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე [დაკავებულებზე] , რათა მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომლებიც გაამართლებდა იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალირებს ე.წ. დე ფაქტო შსს, თითქოს ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას თუ სახელმწიფო გადატრიალებას, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიღომში იზოლატორთან განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მსგავსი უსამართლობა დაშინების ნაცვლად საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს.

“დღეს ხუთი ჩვენი თანამებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მთელი ამ დღის განმავლობაში ათიათასობით სხვა ახალგაზრდებთან ერთად იდგნენ რუსთაველის გამზირზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, უკანონოდ დააკავა რუსულმა “ომონმა”, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ქართულ პოლიციასთან. ამ ადამიანების სახელები მოისმინა საზოგადოებამ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო - დავით გედენიძე, რომლის ძმა და მამა ესწრებოდნენ ამ უკანონო დაკავებას. საბა ბირკაია, მიშო ჯანიკაშვილი, ვახტანგ გაგნიძე და ირაკლი არდია. ექვსი საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ესეც მორიგი უკანონობაა, მათი დაკავებაც არის უკანონობა, ჩხრეკაც იყო უკანონობა, არც მე მომცეს შესვლის უფლება, რისი უფლებაც მაქვს, როგორც უფლებამოსილ პირს. ბოლო რამდენიმე დღეა ვხედავთ როგორ აკავებს რუსული “ომონი” მოქალაქეებს, სცემენ, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ახალგაზრდები ჰყვებიან შემზარავ ისტორიებს, რომ დაკავებისას აფურთხებენ.

ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ შესვლის უფლება, რადგან დანაშაულებრივ ჯგუფს განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე, რომ რამენაირად მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომლებიც შემდეგ, რომელიც რაიმე ფორმით გაამართლებს იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალირებს ე.წ. დე ფაქტო შსს თითქოს და ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას თუ სახელმწიფო გადატრიალებას. ამის ავთენტურობის არავის სჯერა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ფალსიფიკაცია და ჩვენს თანაგუნდელებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით არ დაუშვეს მათთან ადვოკატების შესვლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ეს ხუთი ახალგაზრდა, არამედ დანარჩენი ასეულობით უკანონოდ დაკავებული ადამიანი არცერთ მომენტში არ გატყდება, პირიქით, ჩვენ უფრო გვაძლიერებს ასეთი უსამართლობა და გვაერთიანებს საზოგადოებას, როდესაც აღარ არსებობს არანაირი პოლიტიკური გამყოფი ხაზები და ჩვენ ვართ სრულიად ერთიანი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე