ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი თავს ОДКБ-ის გარეთ თვლის - მიმაჩნია, რომ გადავკვეთეთ დაუბრუნებლობის წერტილი

სომხეთი თავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა თვლის, ორგანიზაციაში დაბრუნება აღარ არის ­შესაძლებელი, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება (ყაზახეთში ОДКБ-ის სამიტზე მიღებულ) დოკუმენტებს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვყინავთ ОДКБ-ის მუშაობაში მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ არ ვმონაწილეობთ დოკუმენტების შემუშავებაში ან განხილვაში, არ ვაყენებთ რაიმე წინადადებებს, ჩვენ უბრალოდ არ ვიყენებთ ვეტოს. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე თავს ОДКБ-ის გარეთ ვთვლით. დაე, გადაწყვიტონ რაც უნდათ. არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვამტკიცებთ, რომ აქ ჩვენ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება“, -აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ОДКБ-სთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ სომხეთისა და რუსეთის აღქმაში არსებული განსხვავება და მათი საჯარო გამოთქმა უკვე სულ უფრო მეტად ართულებს, შეუძლებელს თუ არ ხდის, სომხეთისთვის ორგანიზაციაში დაბრუნებას.

„მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ჩვენ გადავკვეთეთ დაუბრუნებლობის წერტილი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს