თეონა აქუბარდია - დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ, რათა სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც  მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ - ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც დღეს დგანან საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე. გრძელდება საჯარო მოხელეების წინააღმდეგობა და კონსტიტუციის დაცვა. გუშინდელი განცხადებები სწორედ კონსტიტუციის დაცვას ემსახურებოდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების კანონიერი უფლებები არ დაარღვიოს უზურპატორმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი, რაც დაწყებული გვაქვს უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთისგან საქართველოს იმ თითოეულ მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოში ევროპული მომავალი და დემოკრატია სურს. დასავლეთი ძალიან მკაფიოდ ხედავს იმ ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა გუშინდელი მოვლენების შემდგომ, რაც ბინებში დაიწყეს შევარდნა და არასრულწლოვანების თანდასწრებით დაიწყეს აბსოლუტურად უკანონოდ ჩხრეკა. შესაბამისად, ის სანქციების განაცხადი, რომელიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი უტყუარი მხარდაჭერა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასავლეთი გვერდში უდგას. სწორედ დასავლეთი, ევროპული ოჯახია ჩვენი არჩევანი. მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ისე როგორც აქამდე ვმუშაობდით იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ. ძალიან გამიჭირდება, რომ მე მას საპოლიციო ძალა დავარქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი. ეს იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა იმ მუშაობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას გულისხმობს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე