იგორ ნარმანია - კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩვენ ოფისში კანონსაწინააღმდეგო ნივთები დადეს - რომელ საღად მოაზროვნეს სჯერა, რომ პოლიციიდან 5-10 მეტრში, ვინმეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო შეენახა

„რუსულ ოცნებას” იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი თანამებრძოლები დაეშინებინათ, თუმცა ამ „ჩადების” პოლიტიკით ვერავის ვერ შეაშინებენ, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები დაკავებულები არიან აბსურდული ბრალდებებით, - ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნივთები, რომლებიც შსს-ს წარმომადგენლებმა ოფისიდან ამოიღეს, „ჩადების პოლიტიკის“ გაგრძელებაა, რაზეც დავალებების გამცემს და შემსრულებლებსაც პასუხი მოეთხოვებათ.

„ის, რაც ჩვენი ახალგაზრდულის ოფისში ჩატარდა, რუსული სპეცოპერაციაა და ამას თავისი სახელი აქვს. კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სპეცოპერაცია და დადეს იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ თაბუკაშვილის პოლიციიდან 5-10 მეტრში ვინმეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეენახა. დამნაშავეები, „ჩამდებები“, კრიმინალები არიან თვითონ, რაზეც ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი, უბრალოდ ეს ადამიანები, ვინც ეს დაუკვეთა, განახორციელა, დაამზადა, იქ დადო, არიან დამნაშავეები, კრიმინალები, არანაირად არ არიან ქართული პოლიციის წარმომადგენლები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან რუსულ რეჟიმს, ამიტომ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი.

რაც შეეხება „რუსულ ოცნებას“, მათ აქვთ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის - „ხარებას“ იმედი და „ხარებას“ იმედად ყოფნა რას უნდა ნიშნავდეს კარგად უნდა ხვდებოდეთ.

რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ ჩვენი თანამებრძოლები დაეშინებინათ, თუმცა ბრძოლა გრძელდება როგორც ამ ბიჭების, ისე სხვების თავისუფლებისთვის. ამ „ჩადების“ პოლიტიკით ვერავის შეაშინებენ და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში დაკავებულები არიან აბსურდული ბრალდებებით,“- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს