უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს,  რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური.

„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ.

„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შემზღუდველი ზომები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას (სრულ შეწყვეტას), უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტას ან შეჩერებას, რომელთა მიღება გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობაა, უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირების სახელმწიფო პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებიან უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებში უცხოური არასამხედრო გემების და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას და უკრაინის საჰაერო სივრცეში ან უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას (სრული აკრძალვა), ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომელთა ემიტენტებიც არიან სანქცირებული პირები, ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა (სრული აკრძალვა), სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტას ცალკეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვას, უცხო სახელმწიფოებთან და უცხოურ იურიდიულ პირებთან კულტურული გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და სპორტული კონტაქტების, გასართობი პროგრამების შეწყვეტას, უცხო ქვეყნების რეზიდენტებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმას და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენებას, ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმებას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოებისა და სხვა აღიარების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე