საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდნენ

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ფარუკ ჩელიკს და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი რეგიონის განვითარების პროცესში შუა დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობას გაესვა.

„შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციების, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დელეგაციის წევრებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ელოდება საქართველოს ახალ პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევას, რომელთანაც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

მხარეებმა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე