ნათია თურნავა - ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზარზე ჩავერიოთ

თუ ვხედავთ კურსის ჭარბ მერყეობას და არაეკონომიკური ფაქტორების გავლენას ლარზე, ჩვენს ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერიოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ბაზარზე ცალკეული აჟიოტაჟური მერყეობაა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ლარის კურსზე ზეწოლაც მოიხსნება.

„დღეს ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ბუნებრივადაც შენარჩუნდეს წონასწორობა. ჩვენ უკვე ვხედავთ სავალუტო ბაზარზე პირველი სტაბილიზაციის ნიშნებს. რაიმე სხვა ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის კურსის გაუფასურებას, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდში, გაუარესებული მოლოდინების გამო ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. დღეს ბაზარი დაბალანსებულია, დინამიკურია. უცხოური ვალუტის მყიდველიც და გამყიდველიც არის და ბაზარიც ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდის.

„არაეკონომიკური ფაქტორები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ჩვენი ჩარევა იყოს საჭირო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინტერვენციის ბერკეტი ჩვენს ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, მანდატით მონიჭებულ უფლებას კვლავ გამოვიყენებთ და დავეხმარებით ბაზარს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. "მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე