ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ ვიცოდით, დამტკიცდა რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება, რაც ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუციების მიმართ რეპუტაციას აზიანებს.

„პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი საქმე, რომელიც სახელმწიფომ „ნაცებს“ სტრასბურგში არ მოუგო, ამის მორიგი გამოხატულებაა კეზერაშვილის საქმე. თქვენ იცით რას უკავშირდებოდა ქართულ სასამართლოში წარმოებული შესაბამისი საქმე, საქმე ეხებოდა ქართული ჯარის გაძარცვას, კეზერაშვილის მხარე დაობდა, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და უკანონო განაჩენის გამოქვეყნებას, სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ის რაც ყველამ ვიცოდით.

დამტკიცდა ის, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია, ზოგადად, ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი წინა პლანზე წამოწეული ფიგურაა, ჯერ კიდევ ქართულ პოლიტიკაში, არის უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელი, მას ფული ჯერ ბიზნესის რეკეტით აქვს ნაშოვნი, შემდეგ ქართული ჯარის ძარცვით და დღეს ფულს ევროპელი პენსიონერების ძარცვით შოულობს. დღეს ეს ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს მედიას, „ენჯეოებს“, პოლიტიკურ პარტიებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში, შესაბამისად, ეს არის მწვანე შუქი მისი კრიმინალისთვის, რაც შემაშფოთებელია, რაც მძიმედ აისახება ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში. იმედი მაქვს 20 იანვრის შემდეგ ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი გაფლანგა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე