ანრი ოხანაშვილი სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებაზე - რადიკალიზაციას აგრძელებენ გმირი მებრძოლების წინააღმდეგ - ეს დაუშვებელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია - სამართლებრივი რეაგირება გვექნება

ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ არ გვიკვირს, როგორ შეიძლება ჩვენ ეს გაგვიკვირდეს, იმ გმირი ბიჭებისა და თანამშრომლების სახელებისა და გვარების გასაჯაროება, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, სპეცრაზმელების სახელებისა და გვარების გასაჯაროებას, რომლებიც აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ.

მისი თქმით, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ყველა მსგავს საკითხზე ადეკვატური რეაგირება ექნებათ.

„შემთხვევითიც არ არის და არც დამთხვევაა, როცა დღეს აგვისტოს ომამდე ქართული ჯარის გაძარცვაზე ვსაუბრობთ, ამ ხალხისთვის, ქართველი ჯარისკაცი, საქართველოს ინტერესი და ქვეყნის ღირსება არაფერს არ ნიშნავს. ესენი არიან კოლექტიური რადიკალები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ შორის ერთ-ერთი მათი ლიდერის დავით კეზერაშვილის თამადობით, რომელიც ქართული ჯარის გაძარცვაშია მხილებული.

ეს ხალხი მაქსიმალურ რადიკალიზაციას აგრძელებს და ამას გმირი კონკრეტული მებრძოლი პირების წინააღმდეგ აკეთებს. ჩვენ ყველა საკითხზე ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ეს არის დაუშვებელი და ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც მათ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, აღნიშნული სია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს