ნანა მალაშხია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ნანა მალაშხიას 17 ნოემბერს, თსუ-თან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

როგორც მალაშხიამ სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ის არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს.

“მართალი გითხრათ, აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მეგონა, შსს-ს წარმომადგენელი [იყო]. დიახ, შსს-ს ორი წარმომადგენელი იყო დარბაზში. ამას რა აზრი აქვს. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, რას აპირებენ. არ ვიცი, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რამე გამაჩერებს მე ან სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივი და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმს ნამდვილად დავასრულებთ იმიტომ, რომ არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები და არც ხალხი”, - განაცხადა ნანა მალაშხიამ და აღნიშნა, რომ უფრო მეტად მოტივირებულია იმისთვის, რომ “რუსული რეჟიმის დასრულებაში” მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, მათ შორის აქცია გაიმართა მელიქიშვილის გამზირზე, თსუ-სთან. აქციის მიმდინარეობისას გზა არაერთხელ გადაიკეტა, სწორედ გზის ერთ-ერთი გადაკეტვის შემთხვევაში ცნო ნანა მალაშხია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე