ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკის ძალიან კარგი მუშაობა და საერთო პოლიტიკური ვითარება იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი კურსის დასტაბილურების ნაწილში, რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა

რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ ლარის კურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, ერთი, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად და მეორე - საერთო პოლიტიკური ვითარება.

„ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებს იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა