გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში - სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 12:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მუხრანი, ქანდა, ქსანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - გლდანი, წიწამური, გლდანის სამრეწველო ზონა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - წეროვანი, კვლევითი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - მენესო, დგნალი, ჭივილაანები, ცივწყარო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა