მამუკა მდინარაძე - ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, აედევნონ პოლიციელებს - 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? სულ გაგიჟდნენ? - ბულინგის არავის ეშინია

ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს - 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? რა პირად მონაცემებს... სულ გაგიჟდნენ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგის არავის ეშინია.

„ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს, აედევნონ ადამიანებს, ბულინგი განახორციელონ ადამიანების მიმართ, ვინც მათ არ მოსწონთ და ვინც მათ გეგმებს არ შეესატყვისება. 30 და 35 წელს ვინც არის გადაშორებული, შეიძლება 10-იდან 9, 2008 წლის ომის ვეტერანი იყოს. რას ავრცელებთ, ხომ არ გააფრინეთ? გუშინ მედია იყო ირაკლი კობახიძესთან? ესაა ჟურნალისტიკა? ცოტა დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ხომ არ გაგიჟდნენ მართლა, რა სპეცრაზმელების ვინაობას ავრცელებს? [იციან] ვინ არის, ვინ შლის, ვინ არ შლის, ვინ ამეტებს უფლებამოსილებას? დავუშვათ, გვქონდა ასეთი ერთი ორი ფაქტი. ჩვენ თავად დავგმეთ და არ მოგვეწონა. მაგრამ 1000-დან 999 რომ ზედმიწევნით კეთილსინდისიერად იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? რა პირად მონაცემებს... სულ გაგიჟდნენ? თან თავის თავსაც რისკის ქვეშ აყენებენ, იმდენად აგონიაში არიან. ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, აქ შესაფასებელია, ხომ არ არის სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები? ადევნება... მათი ბულინგის არავის ეშინია!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე