მამუკა მდინარაძე - დასაფასებელია ეუთო/ოდირის ობიექტური განცხადებები, რეალობა ერთია - საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც გაგვიხდა, ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია, რომ ტყუილი არ თქვა ეუთო/ოდირმა

დღეს, ცოტა რთულია სუპერ-ობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს არ მართავენ ჯაშუშები, მეტი მიზეზი, მეტი რეალური საბაბი ამ ყველაფერს არ გააჩნია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადება.

მდინარაძის თქმით, დასაფასებელია ობიექტური განცხადებები ეუთო/ოდირის მხრიდან, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ არჩევნების მთავარ დამკვირვებლად არის აღიარებული. ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი კი, მისივე თქმით, ისაა, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით ტყუილი არ თქვა.

„დასაფასებელია ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები, იმიტომ, რომ რეალობა ერთია - საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც გაგვიხდა, თუმცა, კი ბატონო, არ დავიშურებთ მადლობას ყველა იმ ადამიანის თუ ორგანოს მხრიდან, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს საქართველოსთან დაკავშირებით. ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია, რომ ტყუილი არ თქვა ეუთო/ოდირმა, მთავარმა დამკვირვებელმა არჩევნებზე. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი დამკვირვებელი, რომელიც ქმნის მისიებს ამ მიზნისათვის, ოღონდ, არსებობს ერთი „გახარიელი“ ბექა ლილუაშვილი, მისთვის ეს არ წარმოადგენს არაფერს. ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ბექასი უფრო სჯერათ, ლილუაშვილის, გახარიას ლილუაშვილზეა საუბარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს