დიმიტრი ჩიქოვანი - ჩემს საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“ - ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება

დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ, არ არსებობს! - ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა, სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, დიმიტრი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მისი და რუსული რეჟიმის დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა.

„ყველას კარგად ახსოვს ოცნების მთავარი პროპაგანდისტის - შალვა რამიშვილის მიერ კარგად ორგანიზებული პროვოკაცია 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, რომელიც ჩემი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ “ძალადობის” ფაქტის დადასტურებას ისახავდა მიზნად.

„ოცნების“ პროპაგანდას ჩემი სახელი და გვარი განსაკუთრებით ხშირად, სწორედ დიდი საპროტესტო ტალღების დროს ახსენდება.

ამ პერიოდიდან მოყოლებული სახელისუფლებო მანქანა და სისტემა არ გაჩერებულა - ივანიშვილის რუსული ძალოვანი სტრუქტურები მდევნიდნენ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის, პოლიტიკური კუთვნილებისა და ნათესაური კავშირის გამო.

ყველას კარგად ახსოვს 2024 წლის 8 მაისს ჩემს სახლთან მომხდარი თავდასხმა, სადაც ოცნების ტიტუშკებმა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს - დღემდე არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი!

დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ არ არსებობს!

ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება.

მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო.

მე ვარ დიმიტრი ჩიქოვანი, მამა, შვილი, ამ ქვეყნის ამაყი მოქალაქე და არასდროს დავუშვებ იმას, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს!, - წერს დიმიტრი ჩიქოვანი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე