ჯიმ რიში - საქართველოს მთავრობა პროევროპელი დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები

უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშიმ (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს.

„ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელება ყველაზე ეფექტური გზებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“, - განაცხადა ჯიმ რიშიმ.

ჯიმ რიშიმ სენატორ ჯინ შაჰინს (დემოკრატიული პარტია) სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო ზარის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრესის მიღწევის იმედი გამოთქვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა