მამუკა ხაზარაძე - ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი

ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი, - ამის შესახებ მიმართვას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე დღეს ქუთაისში მიმდინარე აქციას შეუერთდა

“დღეს ქუთაისში მიმდინარე პროტესტს შევუერთდით! ათასობით ადამიანი დგას აქ უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია - საკუთარი თავისუფლების გარდა მათ ქვეყნის თავისუფლება აინტერესებთ.

ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!

ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას უკან რუსეთში, რადგან აქ ცხოვრობენ პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღირსება!”, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ